,,ეს ომი წაგებულია” – ორბანი

,,დადგება მომენტი, როდესაც უნგრეთის პოზიცია უმრავლესობის შეხედულებად იქცევა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-თან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გუშინ გამართული ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„ყველა ხედავს, რომ ეს ომი წაგებულია. მასში გადახტომა ცუდი გადაწყვეტილება იყო”, – აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრულმა ოჯახებმა ომის გამო 2.5 მილიონი უნგრული ფორინტი დაკარგეს, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა კი კიდევ უფრო მეტი.

მსგავსი თემები