საქართველოს ნაკრები მეტოქეს 3:0 ამარცხებს

ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქეს 3:0 ამარცხებს. მატჩის 33-ე წუთზე სომხეთის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

37-ე წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გიორგი მიქაუტაძემ გახადა. აღსანიშნავია, რომ მან გოლი გიორგი მამარდაშვილის პასით გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ისევ მიქაუტაძემ გაიტანა.

 

მსგავსი თემები