ოჯახში ძალადობის და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისთვის, 6 თვეში 5399 შემაკავებელი ორდერი გაიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს, 6 თვეში (იანვარი-ივნისი) გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისთვის. 6 თვის განმავლობაში, შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს

როგორც შსს-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე და შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია: თბილისი – 2655; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 563; ქვემო ქართლი – 477; კახეთი – 443; აჭარა – 428; შიდა ქართლი – 345; 

შსს-ში აცხადებენ, რომ მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ. 

“მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე,” – განაცხადეს შსს-ში. 

მსგავსი თემები