უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, გარდა უნგრეთისა. დოკუმენტი, რომელიც 20 მარტის ევროპული საბჭოს სამიტის შედეგად გამოქვეყნდა რუსეთს ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“ევროპული საბჭო მიესალმება 2025 წლის 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის წინადადებებს, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაგრძელებას. ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნება გამოაჩინოს” – ნათქვამია სამიტის შედეგებში.

ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მშვიდობისკენ გზა უნდა მოიცავდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ძალისხმევებს, ომის ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას.

მსგავსი თემები