პოლიტიკური მომენტიდან სამხედრო დაგეგმარებაზე გადავდივართ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. სტარმერმა კომენტარი გააკეთა 20 მარტს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ფორმატში ჩატარდება.
“რასაც დღეს ვაკეთებთ, არის გადასვლა პოლიტიკური მომენტიდან, რომელიც შაბათ-კვირას გვქონდა… სამხედრო დაგეგმარებაზე, ასე რომ, ეს ხდება დღეს შტაბ-ბინაში… კონცეფციიდან გეგმებზე გადასვლა, კონკრეტულად იმ მხრივ, თუ როგორ დავიცავთ უკრაინაში ცას, ზღვებსა და საზღვრებს უსაფრთხოდ” – განაცხადა სტარმერმა.