დამალული ძვირფასი ქვა სუჭოუში (Foto)

უძველესი სოფელი მინგიუევანი, იგივე „დამალული ძვირფასი ქვა სუჭოუში“, სიშანის კუნძულის სამხრეთით, თაიხუს ტბასთან მდებარეობს. ეს არის საკმაოდ კარგად შემონახული დასახლება თავისი სიძველეებით.

აქაურობას სიძველე და დიდი ისტორია ნამდვილად ეტყობა. ორი მთავარი ქუჩა, რომელიც გადის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ჩიხები,  რომელიც მათ კვეთს, ჭადრაკის დაფას წააგავს.

სოფლის კარგად შემონახული სახლები, რომლებიც ციანლონგის იმპერატორის ცინგის დინასტიის დროს აშენდა, შეიცავს დელიკატურ აგურის ჩუქურთმებს, ქვის ჩუქურთმებს, ხის ჩუქურთმებს და სუ სტილის ფერთა ფერწერას, რაც საოცარი სანახავია.

სოფლის შესასვლელში დგას ათასწლოვანი უძველესი ბანიანი ხე, რომელიც  მინგიუევანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და შესაბამისად ტურისტები იყრიან თავს. სოფლის ქუჩები და ჩიხები მთლიანად ფიქალითაა დაფარული. მთავარი გზა რგოლისებრია, რომელსაც საათის ისრის მიმართულებით მივუყვებით.

 

ბუნებრივია, აქ სამზარეულოც განსხვავებულია. ტბის გასწვრივ მდებარეობს ფერმის ქუჩა, სადაც სპეციალური საკვების –  “Taihu Sanbai” თეთრი თევზის, ვერცხლის თევზისა და თეთრი კრევეტების დაგემოვნებაა შესაძლებელი. შემოდგომაზე კი აქ თაიხუს „თმიანი კიბორჩხალებითაც“ გიმასპინძლებენ.

მინგიუევანის არის დიდი ისტორიითა და სიძველეებით დატვირთული პატარა სოფელი ტბაზე.

 

მსგავსი თემები