უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა.
„მას ვუთხარი, რომ თუ არ არის უკრაინული, არავისთვის არ იმუშავებს. ეს უკანონოა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, განვკარგოთ ეს სადგური, რადგან არის სახელმწიფო საკუთრებაში. უკრაინა მზად არის, განიხილოს უკრაინული ბირთვული ელექტროსადგურების ინვესტიციების საკითხი და მათი მოდერნიზაცია, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპთან საკუთრების საკითხზე არ გვისაუბრია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.