რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რასაც კადრებში ხედავთ, ეს არის მაცივარი. სწორედ ასე ინახავდნენ ადრე პროდუქტებს. აღნიშნული მაცივარი კი „მედაცენტრმა მთავარმა“ მცხეთაში, მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში გადაიღო. ის ამ კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. არაგვიდან ამოჰქონდათ ყინული, რომელსაც ალაგებდნენ ამ მაცივარში, ზემოდან კი პროდუქტებს ალაგებდნენ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ინახებოდა.
როგორი იყო ძველებური მაცივარი – ეს ნამდვილად საუცხოოა (ვიდეო)
