კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა. ამავე ცნობით, ლიდერებს შორის საუბრისას აღინიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა უნდა იყოს კიევისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტა.
“ტრამპის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა რიგი საკითხები, რომლებიც ეხება საბრძოლო ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას, ასევე უკრაინელების იძულებითი მობილიზაციისა და სამხედროების გადაიარაღების შეჩერებას”- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.