„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მეხუთე პრეზიდენტის, მისამართით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. მდინარაძის განცხადებით, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის მისაღები იყო, ახლა, კი ყველა ლანძღავს.
“ხშირად ხდება ისე, რომ მათ საერთო „მესიჯბოქსი“ აქვთ. ერთი კვრის წინ, სალომე ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი. ახლა, უცებ დაეწყვნენ და ყველა ლანძღავს და უარყვეს, არა თუ ლიდერად აღიარებენ, არამედ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ ორი ვერსია გვაქვს.
მაშინ მეორე ვერსია რჩება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ“ – განაცხადა მდინარაძემ.
.