„შევჯერდით, ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა“- მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით სავალდებულო გახდება  მკურნალობა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.

“იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე საზოგადოებისთვის არის საშიში და მას შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ“- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები