“ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
ტრამპი ამბობს, რომ „ირანი „უდანაშაულო მსხვერპლის“ როლს თამაშობს, თითქოს „ჰუსიტებზე“ კონტროლი დაკარგეს.
„არავინ მოტყუვდეს! „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული ასობით თავდასხმა, იემენში დაფუძნებული ბოროტი განგსტერებისა და ავაზაკების მიერ, რომლებსაც იემენელი ხალხი სძულთ, ირანიდან მოდის და ირანში იქმნება. „ჰუსიტების“ ნებისმიერ შემდგომ თავდასხმასა და საპასუხო ნაბიჯს დიდი ძალა შეხვდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ძალა იქ გაჩერდება“- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.