აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით “ცოტათი სარკასტული იყო”.
„მე ცოტათი სარკასტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი. რასაც ნამდვილად ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა, მოვაგვარო ეს საკითხი. და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ ჯგუფთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა“- განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტს შეახსენა საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაპირება, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.