გიორგი მიქაუტაძე „ლიონი“-„ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და ამის მიუხედავად, „ლიონი“ – „ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 77-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შევიდა და თამაშის სურათი შეიცვალა.

მიქაუტაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მალიკ ფოფანას (79) და ტიაგო ალმადას (90+7) გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავადაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

 

მსგავსი თემები