ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობაზე სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს. ამის შესახებ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი აცხადებს.

უიტკოფის თქმით, მოსკოვში მას პოზიტიური მოლაპარაკება ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, საუბარი გაგრძელდა სამი-ოთხი საათის განმავლობაში. უიტკოფი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი საუბარიც “კარგი და პოზიტიური იქნება”.

გასულ კვირაში საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგების თანახმად, უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ “არის ნიუანსები”, რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება.

მსგავსი თემები