ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულები ქედის მუნიციპალიტეტის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.