კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა. მინისტრის ამბობს, რომ ის ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ახლო მოკავშირეებს „უკრაინის მშვიდობისკენ მიმავალი გზის განსახილველად“.
„ახლა რუსეთი უნდა მორჩეს გაჭიანურებას და შეწყვიტოს თავდასხმები. დადგა დრო, რუსეთი ნებაყოფლობით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“ – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
მარკ კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა უკრაინის ერთგული მოკავშირეა.