საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების არსებობის საკითხზე რუსეთს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლება არ აქვს.
„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი“ – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის სამშვიდობო გეგმაზე. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემდგომში იგი წარედგინება შეერთებულ შტატებს.