“უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს”- სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოების მიმართ და შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს. შევთანხმდით, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თანაბარი პირობებით ხელი მოაწეროს. პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ კრემლის მერყეობა და დროის გაჭიანურება, რუსეთის მხრიდან ბარბაროსული შეტევები, მშვიდობის შესახებ პრეზიდენტ პუტინის გაცხადებულ სურვილს სრულიად ეწინააღმდეგება” – განაცხადა კირ სტარმერმა.

მსგავსი თემები