“რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის.

„ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე სვლა უპირობოდ უნდა დაიწყოს. თუ რუსეთს ეს არ სურს, მაშინ ძლიერი ზეწოლა მანამდე უნდა განხორციელდეს, სანამ ამას არ მოისურვებს. მოსკოვს მხოლოდ ერთი ენა ესმის. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ვინ გააჭიანურებდა მშვიდობის მიღწევას და ახლა ამას ნათლად ვხედავთ. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლებოდა უკვე მომხდარიყო, მაგრამ რუსეთი ამისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებს“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო და ასევე, პარტნიორებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პოზიციები მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ.

მსგავსი თემები