„ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის საკითში ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება“- კვლევა

ორი ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება.

„სიენენის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად ამერიკელების 59%-მა განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა“ ან „საერთოდ არ არის სავარაუდო“, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა უკრაინას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს, ხოლო 41% ამბობს, რომ ეს „გარკვეულწილად სავარაუდოა“.

კიდევ 59% არ ეთანხმება იმას, თუ როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი აშშ-ს ურთიერთობას რუსეთთან.

გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარმა განაცხადა, რომ ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის ცუდია, 29% ამბობს, რომ ეს კარგია ქვეყნისთვის, ხოლო დანარჩენი ამბობს, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.

გამოკითხვის შედეგი პარტიული ნიშნით დაყოფის შემთხვევაში სხვაგვარია – დემოკრატების 77% ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა ცუდია ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების 61% ამბობს, რომ ეს კარგია. დამოუკიდებელი ამომრჩევლების 55% ნეგატიურად აფასებს დონალდ ტრამპის მიდგომას.

 

მსგავსი თემები