“ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან“- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ჯარი ალყაში არ არის.

„ცალკე შენიშვნა კურსკის ოლქთან დაკავშირებით: ჩვენი ჯარების ოპერაცია კურსკის ოლქის განსაზღვრულ ადგილებში გრძელდება. დანაყოფები მათთვის დაკისრებულ ამოცანებს მოთხოვნების სრული დაცვით ასრულებენ. კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წყალობით, რუსული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა მიმართულებებიდან გაიყვანეს. ჩვენი ჯარები რუსული და ჩრდილოეთ კორეის დაჯგუფებების შეკავებას აგრძელებენ. ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიციების დაცვა გრძელდება და პოკროვსკის მიმართულებით ვითარება დასტაბილურდა.

მსგავსი თემები