ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები აქციების მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის დაწყებიდან მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი – ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს.

როგორც აქციის კიდევ ერთ-ერთმა მონაწილემ ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, მაღაროელების სამსახურიდან გაშვების მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელიც მცირე ხარჯებით დიდი მოგების მიღებას გულისხმობს.

ცნობისთვის, მე-16 დღეა აქციის მონაწილეები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ

 

 

მსგავსი თემები