ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 12 მოთხოვნა წაუყენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. ევროკავშირის მიმართ ორბანს 12 მოთხოვნა აქვს წაყენებული, რომელთა შორისაა: წევრი სახელმწიფოების თანასწორობა, ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა, სოროსის აგენტები და კორუმპირებული ლობისტები გაძევება, ევროკავშირი უკრაინის გარეშე და ასე შემდეგ.

„ჩვენ მოვითხოვთ ერების ევროპას; მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის; აღადგინეთ კომპეტენციები, რომლებიც ერებს უკანონოდ წაართვეს; ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის; გააძევეთ სოროსის აგენტები კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტები პარლამენტიდან; ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხარით კავშირის ვალი; ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას საზღვრების დაცვაში.

ნუ შემოიყვანთ მიგრანტებს და გააძევეთ ისინი, ვინც უკანონოდ ჩამოვიდნენ; კორუმპირებული დოლარები და ევროები არ უნდა შედიოდეს წევრ სახელმწიფოებში; აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი გადამზადება; დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა; ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობას ევროპაში; კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე”- წერს ორბანი.

მსგავსი თემები