ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია 3 ადამიანი. მედიის ცნობით, პოლიციამ BMW-ის მარკის ავტომობილის 50 წლის მძღოლი დააკავა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
დღეს სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. საპროტესტო აქციის წინ სერბეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა.