თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა იყო. მოკლულია მამაკაცი. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე. მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს.
თვითმხილველების თქმით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.