გერმანია უკრაინის დახმარებას სამი მილიარდი ევროთი გაზრდის. შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის კონსერვატიულმა ბლოკმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და პარტია „კავშირი 90“/„მწვანეებმა“.
„ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის” ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნული სახსრების გამოყოფას დათანხმდა.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამიზნული დამატებითი თანხა შეიძლება, უკვე მომავალ კვირაში გამოყონ.