“რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს, ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები” – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე.
მაკრონი ამბობს, რომ გამჭიანურებელი განცხადებები უნდა დასრულდეს.
„სამშაბათს ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ დღეს ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. დარღვევები უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები”- წერს მაკრონი.