უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, პუტინი ეცდება ყველა დაუსრულებელ დისკუსიებში ჩაითრიოს.
„პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, იტყუება დანაკარგებზე, იტყუება მისი ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომელიც დაზიანდა მისი სულელური იმპერიალისტური ამბიციებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია ჩავარდეს.
პუტინს არ შეუძლია ამ ომიდან გასვლა, ვინაიდან ის არაფრით დარჩება. სწორედ ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატიის საბოტაჟი მოახდინოს უკიდურესად რთული და მიუღებელი პირობებით თავიდანვე, ცეცხლის შეწყვეტამდეც კი”- წერს ზელენსკი.
“უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან”- პუტინი