“უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს”- რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი. მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

„ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ შესასრულებელი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, რამდენი დრო აქვს რუსეთის პრეზიდენტს, რომ თანხმობა განაცხადოს ცეცხლის შეწყვეტაზე, რაზეც რუბიომ აღნიშნა: „საკითხავია, არა რამდენი ხანი, არამედ, რეალურად, მივდივართ თუ არა ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა?“.

რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, ენდობა თუ არა ვლადიმერ პუტინს, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს არარელევანტური შეკითხვაა, რადგან საქმე ეხება არა ნდობას, არამედ ქმედებას.

„ჩვენ სერიოზულად თუ ვუდგებით საგარეო პოლიტიკას, უნდა გავემიჯნოთ ამგვარ საუბრებს“ – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მსგავსი თემები