„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სხდომაზე პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს ჩვენება. ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
პროკურორი თამარ იაკობიძე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის კვლავ ძალაში დარჩენას ითხოვდა, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე კი აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.