ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, თეთრ სახლში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებს შორის დისკუსია მსოფლიოსა და NATO-ს წევრ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს შეეხო.
,,ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებული მოვლენები ნამდვილად გასაოცარია. ევროპელებმა 800 მილიარდიანი თავდაცვის ხარჯების პაკეტის ვალდებულება აიღეს. გერმანელებს ახლა, შესაძლოა, ნახევარ ტრილიონამდე დამატებითი თანხა გამოუჩნდეთ თავდაცვისთვის. აქ იყო კირ სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ლიდერებიც, რომლებმაც გაცილებით მეტი თავდაცვითი დანახარჯი დააანონსეს.
თუ ისინი ჯერ სრულად არ არიან ჩართულნი, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. თუმცა, მე მსურს, თქვენთან ერთად ვიმუშაო ჰააგის სამიტის მოსამზადებლად, რათა უზრუნველვყოთ, რომ NATO, თქვენი ხელმძღვანელობით, ნამდვილად განახლდეს და გაძლიერდეს. ჩვენ ამ მიზანს ვუახლოვდებით. უფრო მეტი იარაღის წარმოება გვჭირდება — ჩვენ საკმარისს არ ვაკეთებთ არც აშშ-ში, არც ევროპაში.
რუსებთან და ჩინელებთან შედარებით, ჩამორჩენილები ვართ, მაშინ როცა თქვენ გაქვთ ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა. ევროპელები აქ ოთხჯერ მეტს ყიდულობენ, ვიდრე თქვენგან ჩვენთან მოდის, რაც კარგია თქვენი მძლავრი თავდაცვის ინდუსტრიის გამო. თუმცა, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ წინსვლა შევძლოთ”, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.