“სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პუტინთან”- ტრამპი

“სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპი ამბობს, რომ ომი აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

„სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ეს კოშმარია, საშინელებაა. მე ვიღებ სურათებს ბრძოლის ველიდან, რომლებიც ისეთი საშინელია, რომ ნახვაც კი არ მინდა. ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე შეგიძლიათ, ნახოთ და ეს უნდა შეჩერდეს. ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ჰყავთ დედები, მამები, დები, ძმები, მეგობრები და ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან. იმედია, ისინი სწორად მოიქცევიან. ჩვენ გვინდა რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტა”- აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი თემები