დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება რუსეთის ამბიციების გამო.
“ვიცით, რომ პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც არცთუ ისე შენიღბულია. [უნდა იყოს] ხანგრძლივი და დაცული მშვიდობა, უკრაინის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით. უნდა იყოს მშვიდობა, რომელშიც შეთანხმება დაცულია, ვინაიდან, აქამდე გვქონდა შეთანხმება, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა, ვინაიდან, რუსეთი უბრალოდ არღვევდა მის პირობებს” – განაცხადა სტარმერმა.