აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

13 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 იდენტიფიცირებული პირის (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი) ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. იდენტიფიცირებული 2 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მსგავსი თემები