პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
შეკრებილები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “სიმართლისთვის ბოლომდე!”.
დღეს პროტესტის 106-ე დღეა. მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.