ბელარუსსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს გაიცვალა 2024 წლის 6 დეკემბერს მინსკში ხელმოწერილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიკაციის სიგელები. ამგვარად, შეთანხმება კანონიერ ძალაში შევიდა. შეგახსენებთ, ამ დოკუმენტით განისაზღვრება მოკავშირეობის ორმხრივი ვალდებულებები რუსეთისა და ბელარუსის საიმედო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ძალებისა და საშუალებების მთელი არსებული არსენალის გამოყენებით” – განაცხადა პუტინმა.