აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. ტრამპი ამბობს, განცხადება, „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“. მან აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.
“იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა” – განაცხადა ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ სრუტესთან ერთად მედიასთან საუბრისას.