ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო, უკრაინასთან მიმართებაში კი აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.
„უპირველეს ყოვლისა, შევინარჩუნოთ ყურადღება უკრაინაში გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობაზე, რაც ჩვენ, ყველას გვინდა. არ მიკვირს რუსეთის ეს პოზიცია. ისინი საკმაოდ მკაფიოები იყვნენ ყოველთვის. ვფიქრობ, სამშაბათს პროგრესი დავინახეთ. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე გადავიდა და ზეწოლაც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს, ეს კარგია, რადგან რუსეთია აგრესორი ქვეყანა. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც ადრე იყო გარიგებები და შეთანხმებები, არ ასრულებდა მათ. ჩვენ ვიცით, რომ პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც თითქმის შეუნიღბავია“ – აცხადებს სტარმერი.