საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს.
“[ეროვნული ასამბლეა] გმობს ევროკავშირისა და მის სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას, კონკრეტულად კი მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში” – ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ მიიღო.