ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მასპინძლობდა. როგორც ლუკაშნეკომ განაცხადა, მათ შორის საუბარი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას ეხებოდა.
“ვისაუბრეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. ბატონ ვლადიმერს დღეს და ხვალ მოუწევს ინტენსიური მუშაობა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, სანქციებმა, რომელიც მათ წინაღმდეგ სხვადასხვა ქვეყნებმა დააწესეს, რუსეთთან დაახლოვა.
„ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ გადანაწილებებში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგრამ ეს ჯერ არ იქცა გლობალურად. რიგი სახელმწიფოების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არსად გამქრალა, თუმცა, ეს სანქციები დაგვეხმარა, რადგან რუსეთთან დაგვაახლოვა. ეს სანქციები პირველ რიგში იმ ქვეყნებს ურტყამს, რომლებმაც ისინი შემოიღეს. მათ მოგვცეს დაფიქრების საშუალება, როგორ განვვითარდეთ. დავრწმუნდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ დავძლევთ ამ სანქციებს. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ თვითმყოფადობასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე“- აღნიშნა ლიკაშენკომ.