,,რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აჩვენებს, რომ რუსეთს ამ ომის გახანგრძლივება სურს.

„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას. ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა საკმარისი იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები