ფინეთი უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფინეთმა და უკრაინამ ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ორი ქვეყანა შეთანხმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის შეიარაღებაზე, დაზვერვის გაცვლასა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე.