საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის.
,,მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი – საკითხის მშვიდობიანი, გრძელვადიანი მოგვარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს გაითვალისწინებს, ჩვენ ცნობილ შეშფოთებებს. რაღაც ნაბიჯები, რომელიც მშვიდობიანი მოქმედებების იმიტაციაა, არავის სჭირდება ამ სიტუაციაში”, – თქვა უშაკოვმა ,,Россия-1″-ის ეთერში.
უშაკოვის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას, მაიკლ უოლცს რუსეთის პოზიცია გააცნო.