,,უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
„მსგავსი გეგმების გამოცხადებაც კი ღია პროვოკაციულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომელიც მიმართულია არა კონფლიქტის მოგვარებისკენ, არამედ კიევის რეჟიმის სათავეში მყოფი პირებისთვის მავნე ილუზიების შენარჩუნებისკენ.
ჩვენთვის, უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ნებისმიერი დროშის ქვეშ, იქნება ეს უცხო კონტინგენტები, სამხედრო ბაზები, თუ სამშვიდობო ოპერაციები, რომლებიც შემოთავაზებულია მათ მიერ, აბსოლუტურად მიუღებელია.
ეს ყველაფერი ამ ქვეყნების ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალებით ვუპასუხებთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.