ჩინეთის უმაღლეს, ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში, მე-14 ეროვნული კომიტეტის მესამე სესია გაიმართა, სადაც 2025 წლის ძირთადი გამოწვევები და მიზები დაასახელეს. მიმდინარე წლის მთავარ ამოცანებზე ქვეყნის პრემიერმა ლი ციანგმა ისაუბრა.
- CPI-ის ზრდა 2%-ით;
- მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით 5%;
- გაიცემა 1,3 ტრილიონი იუანის ულტრაგრძელი სპეციალური სახაზინო ობლიგაციები;
- ახალი სახელმწიფო ვალი იქნება 11,86 ტრილიონი იუანი;
- საერთო საჯარო ბიუჯეტში დანახარჯმა 29,7 ტრილიონ იუანს მიაღწიოს;
- დეფიციტის თანაფარდობა მშპ-სთან დაახლოებით 4%-მდე;
- ენერგიის მოხმარების დაახლოებით 3%-იანი ვარდნა მშპ-ის ერთეულზე;
- მარცვლეულის გამომუშავება დაახლოებით 700 მილიონი მეტრული ტონა;
- 12 მილიონზე მეტი ახალი ურბანული სამუშაო ადგილი;
- გამოკითხული ქალაქებში უმუშევრობის დონე დაახლოებით5%;
- იქნება სპეციალური სახაზინო ობლიგაციები, საერთო ჯამში 300 მილიარდი იუანი, რომელიც გაიცემა სამომხმარებლო საქონლის ვაჭრობის პროგრამების მხარდასაჭერად.