,,რუსებმა უკრაინელი ომის ტყვეები სიკვდილით დასაჯეს” – უკრაინის ომბუდსმენი

,,რუსები აგრძელებენ უკრაინელი ომის ტყვეების მკვლელობას. სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს რუსების მიერ დატყვევებული უიარაღო უკრაინელი სამხედროების სავარაუდო სიკვდილით დასჯა”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა, კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ წერილები გაუგზავნა, რათა ომის დანაშაულის დაფიქსირება უზრუნველყოფილიყო.

„მათ, ვინც ბრძანებებს გასცემენ და ახორციელებენ ასეთ სისასტიკეს, პასუხი მთელი სიმკაცრით უნდა აგონ“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მსგავსი თემები