უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელის, გერგელი გულიაშის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში უნგრეთში ჩავა.
„ამჟამინდელი გეგმების მიხედვით, ის აღდგომამდე ჩამოვა. როგორც კი ვიზიტის თარიღი დადასტურდება, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით“, – განაცხადა გულიაშმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია. ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს.