რუსეთმა აშშ-ს უკრაინასთან ომის დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნების სია გადასცა

რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინასთან ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენისთვის საჭირო მოთხოვნების სია გადასცა.

Reuters-ის ინფორმაციით, გაურკვეველია კონკრეტულად რა მოთხოვნები შეიტანა მოსკოვმა სიაში და არის თუ არა მზად ჩაერთოს კიევთან მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე.

წყაროების ცნობით, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები ბოლო სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ პირობებს, როგორც პირად საუბრებში, ასევე დისტანციურ ფორმატში.

გამოცემა წერს, რომ წყაროების თქმით, კრემლის პირობები ემთხვევა მანამდე უკრაინის, შეერთებული შტატებისა და NATO-სთვის წაყენებულ პირობებს. ადრეული პირობები მოიცავდა კიევის NATO-ში გაწევრიანებაზე და უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგებაზე უარის თქმას, ასევე ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ყირიმისა და ოთხი უკრაინული ოლქის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.

მსგავსი თემები