კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა,
„კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს პუტინმა ოპერაციის მიმდინარეობისა და კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასკვნით ეტაპზე შესვლის შესახებ მოხსენება მოისმინა“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კურკის ოლქის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქი მთლიანად უნდა გაათავისუფლონ.